20:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 10:12:46, 2286 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი გადამდგარი გენერალის დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადამდგარი გენერალის დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს, - ამის შესახებ Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.  

მედია საშუალების ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, დევიდ პეტრეუსი თანამდებობიდან ქორწინების გარეშე კავშირის გამო 2012 წელს გადადგა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პეტრეუსმა ეს გადაწყვეტილება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ქორწინების გარეშე კავშირი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის გახდა ცნობილი. მას შემდეგ რაც შეიტყვეს იმის შესახებ, რომ პეტრეუსს საყვარელი ჰყავდა, მოხდა მისი ელექტრონული მიმოწერის მონიტორინგი. 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ის გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტს მაიკლ ფლინს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა. გენერალ-ლეიტენანტი საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდა თუ არა ფლინი დონალდ ტრამპის შეთავაზებას.

ამასთან, დოლარდ ტრამპმა  გენერალური პროკურორის თანამდებობა სენატორ ჯეფ სეშენსს შესთავაზა.გარდა ამისა, ტრამპს წარმომადგენელთა პალატის წევრის მაიკ პომპეოს  ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშვნა სურს.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics