14:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 12:21:21, 355 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას არ უერთდება

„ეს არის პარტიული  აქცია, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ  ირაკლი ალასანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით,  მთელ ქვეყანაში სულისკვეთება არის საერთო.
„ეს არის პარტიული, ორგანიზებული  აქცია, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სულისკვეთება  მთელს ქვეყანაში არის საერთო. საერთო იმ კუთხით, რომ მთავრობა  ვერ ართმევს თავს  იმ გამოწვევეს, რომელიც  არის და ამის ერთადერთი გამოსავალი არის,  არაფორმალური მართვის ვერტიკალი, ქვეყნის არაფორმალური   მართვის  სტილი  რომ შეიცვალოს  და პასუხისმგებლობა აიღოს კონკრეტულმა  ინსტიტუტებმა“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ცნობისთვის, დღეს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე  „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს, რომელსაც რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეურთდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics