22:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 17:53:45, 2170 ნახვა

მსოფლიო
მანუელ ვალსი: 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის განცხადებით, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა შესაძლოა, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს, - ამის შესახებ მანუელ ვალსმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვალსმა აღნიშნა, “საფრანგეთი საფრთხეშია”. 

ანალოგიური მოსაზრება მანამდე საფრანეგთის ყოფილმა პრემიერმა ჟან-პიერ რაფარენმაც გამოთქვა.

მანუელ ვალსი თვლის, რომ მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარობა იზრდება და მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლის შანსი აქვს.

"ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკის ბალანსი მთლიანად შეიცვლება”, - განაცხადა მანუელ ვალსმა.

თავად მარინ ლე პენმა რამდენიმე დღის წინ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გაზარდა მისი შანსები, გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics