18:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 11:34:02, 2138 ნახვა

მსოფლიო
ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ, კლინტონი ტრამპს ერთი მილიონი ხმით უსწრებს

აშშ-ში ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი ახლადარჩეულ პრეზიდენ დონალდ ტრამპს 1 მილიონი ხმით უსწრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, წინასწარი მონაცემებით, კლინტონს მხარი 61,963,234 ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო დონალდ ტრამპს 60,961,185 ხმა აქვს დაგროვილი.

Associated Press-ის ცნობით, კალიფორნიაში, იუტაში და ვაშინგტონში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

მედიის ინფორმაციით, მონტგომერის ოლქში და მერილანდში კლინტონმა 20 000-ზე ათასზე მეტი ხმა დააგროვა, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპმა დაახლოებით 3 ათასი.

ტრამპის განცხადებით, თუ საარჩევნო სისტემა იქნებოდა მხოლოდ ხალხის ხმაზე ორიენტირებული, ის მაინც მოიგებდა არჩევნებს, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, ფლორიდაში და კალიფორნიაში.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 290 ხმა მიიღო, ხოლო ჰილარი კლინტონმა კი 232. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის საკმარისი იყო ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 270 ხმის მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics