|
2016-11-16 11:12:31, 2223 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს
გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, საქმე 2014 წელს იანვარ-თებერვალში ევრომაიდანის აქტივისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება. უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სერგეი გორბატიუკის განცხადებით, პრეზიდენტს უწყება 29 ნოემბრისთვის გადაეგზავნა. თუმცა მისივე თქმით, პოროშენკო დაკითხვაზე ჯერ არ გამოცხადებულა. მედიის ცნობით, პოროშენკო დასაკითხად მოწმის სტატუსით არის დაბარებული. ამასთან, პრეზიდენტის გარდა მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები მაღალჩინოსნებიც, რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და სხვები. ამასთან, პოროშენკოს პრესსპიკერის სვეტოსლავ ცეგოლკოს განცხადებით, პრეზიდენტი დაკითხვაზე მას შემდეგ მივა, რაც ოფიციალურ უწყებას მიიღებს. გორბატიუკის თქმით, იაცენიუკი და კლიჩკო დაკითხვაზე დაბარების მიუხედავად პროკურატურაში არ მიდიან, მაშინ როდესაც პრეზიდენტი დაკითხვაზე მისასვლელად თავისუფალ დროს ვერ ნახულობს.
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)