|
2016-11-14 09:42:50, 2355 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აშშ-დან 3 მილიონამდე არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას გეგმავს
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატებიდან 3 მილიონამდე არალეგალი ემიგრანტის დეპორტაციას გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა. ტრამპის განმარტებით, პირველ რიგში ქვეყნიდან დამნაშავეებსა და კრიმინალური სამყაროს წევრებს გააძევებს, ხოლო შემდეგ უსაბუთო ემიგრანტების შემოწმება დაიწყება: "გეგმის მიხედვით დამნაშავეებს, ადამიანებს, ვისაც აქვს კრინიმალური წარსული, ბანდების წევრებსა და ნარკო დილერებს, ქვეყნიდან გავაძევებთ. შესაძლოა, ასეთი ადამიანების რიცხვმა 2,ან 3 მილიონს მიაღწიოს. ქვეყნიდან გავაძევებთ, ან დავაკავებთ, რადგან ისინი აქ არალეგალურად იმყოფებიან. კარგად დაცული საზღვარი უნდა გვქონდეს. საზღვარზე კედელს აუცილებლად ავაშენებ, თუმცა გარკვეულ ტერიტორიაზე შესაძლოა ღობეც საკმარისი იყოს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)