21:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 15:27:35, 1390 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: დავიცვათ ეტიკეტი და სამთავრობო ცვლილებებზე პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერ-მინისტრს

„შიდა კონსულტაციები იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ცალსახად უნდა დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერ-მინისტრს“, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვას - იქნება თუ არა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თანამდებობების გადანაწილებაზე სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა თავად ამ პროცესში ჩართული არ არის.

 „მე ვფიქრობ, რომ კონსულტაციები მიდის, თუმცა მე პირადად ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობ, რადგან მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრთა კაბინეტის, ან საპარლამენტო თანამდებობების წევრები, საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, სწორია არ მხრივ, უბრალოდ ყველაფერს თავისი თანამიმდევრობა აქვს და პირველი სიტყვა ამაზე უნდა მივცეთ პრემიერ-მინისტრს“, - აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას, მინისტრის თქმით, შეხვედარზე მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics