16:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 15:02:48, 1928 ნახვა

მსოფლიო
The Washington Post: ობამამ პენტაგონს დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტის” ყველა ლიდერის ლიკვიდაცია უბრძანა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პენტაგონს დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტის” ყველა ლიდერის ლიკვიდაცია უბრძანა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, “ალ ნუსრას ფრონტი”, რომლის ახალი სახელწოდება “ჯებჰატ ფათჰ აშ-შამია”, სირიაში “ალ-ქაიდას” ფრთას წარმოადგენს.

როგორც გამოცემა წერს, თეთრ სახლში შიშობენ, რომ დაჯგუფების წევრებს სირიაში მათ მიერ კონტროლირებადი ტრიტორიების აშშ-სა და ევროპაში ახალი ტერაქტების მოსამზადებელ ბაზებად გადაქცევა სურს. როგორც მოსალოდნელია ჯიჰადისტებზე დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით განხორციელდება.

საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა ტეროროზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობა დადო. ამიტომ The Washington Post-ი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ამდინისტრაციამ “ალ-ნუსრას ფრონტის” წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან ითანამშრომლოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics