05:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:07:17, 2273 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-ჰემფშირის შტატის 3 დასახლებაში დონალდ ტრამპი ლიდერობს

ნიუ-ჰემფშირის შტატის სამ დასახლებაში გამართული კენჭიყრის შედეგად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ყველაზე მეტი ხმა სოფელ მილსფილდში დააგროვა, კლინტონმა კი დასახლებებში დიქსვილ-ნოტჩსა და ჰარტს ლოკეიშენში გაიმარჯვა. სამივე სოფელში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, დონალდ ტრამპს 32 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ჰილარი კლინტონს კი 25-მა.

ცნნობისთვის, ნიუ-ჰემფშირის შტატის კანონმდებლობა უფლებას აძლევს, სოფლებსა და ქალაქებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 100 ადამიანს არ აღემატება, საარჩევნო უბნები შუაღამეს გახსნან და მას შემდეგ დახურონ, რაც არჩევნების რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 100%-ი მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლთ ნაწილში საარჩვენო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics