14:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 12:12:22, 1957 ნახვა

მსოფლიო
Reuters/Ipsos: ჰილარი კლინტონის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ია

დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, კვლევის შედეგები აშშ-ში არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.

აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის მიხედვით ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 3%-ით უსწრებს. ყოფილ სახელმწიფო მდივანს გამოკითხულთა 45% უჭერს მხარს, ამერიკელ მილიარდერს კი - 42%.

ამასთან, კლინტონს ამომრჩეველთა კოლეგიაში სავარაუდოდ 303 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 235. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics