14:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:51:16, 1956 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთის პრეზიდენტი: რუსეთი კიბერთავდასხმებით ცდილობს, ევროპა გახლიჩოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ ასენოვ პლევნელიევის განცხადებით, რუსეთი კიბერთავდასხმებით ცდილობს,  ევროპა გახლიჩოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ პლევნელიევმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პლევნელიევმა აღნიშნა, კრემლი ასევე სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე ზემოქმედებას, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებითა და პროპაგანდის გავრცელებით ცდილობს.

პლევნელიევის თქმით, გასულ წელს ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდსა და რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდზე ჰაკერების შეტევა განხორციელდა.

ბულგარეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კიბერთავდასხმის უკან იგივე ჯგუფი დგას, რაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვებგევრდზე თავდასხმის.

ცნობისთვის, 6 ნოემბერს ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როსენ პლევნელიევი კენჭს არ იყრის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics