2016-11-02 11:09:37, 2096 ნახვა
მსოფლიო
მედიაკომპანია Thomson Reuters-ი 2 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
მედიაკომპანია Thomson Reuters-ი 2 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, კადრების შემცირება ხარჯების დაზოგვასა და მიმდინარე რესტრუქტურიზაციას უკავშირდება.
კომპანია Thomson Reuters-ი თანამშრომლებს 39 ქვეყნიდან გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, მედიაკომპანიას მსოფლიოში სულ 48 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რაც ნიშნავს, რომ სამსახურიდან თანამშრომლების 4%-ს დაითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან