|
2016-10-28 11:49:16, 1884 ნახვა
მსოფლიო
11 ოქტომბრიდან, სირიაში დარტყმები 5 სკოლაზე განხორციელდა
მიმდინარე წლის 11 ოქტომბრიდან სირიაში ავიადარტყმები 5 სკოლაზე განხორციელდა, აქედან 2 სკოლას ცეცხლი 27 ოქტომბერს გაუხსნეს, - ამის შესახებ BBC Unicef-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი ლეიკზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიაში ავიაიერიშების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ამასთან, Unicef-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ის სირიაში სკოლების დაბომბვით აღშფოთებულია და ასეთ ფაქტებს გმობს. "ქალაქ დუმაში და დასავლეთ ალეპოში სკოლების მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ჩვენ აღშფოთებას და რისხვას აძლიერებს. თუ ამის ჩამდენი პირები ვერ პულობენ საკუთარ თავში ჰუმანიზმს, მათ საერთაშორისო გმობა უნდა იგრძნონ", - განაცხადა ლეიკმა. მედია საშუალების ცნობით, 5 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, წლევანდელი ზამთარი სირიისთვის შესაძლოა ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალეპოს რაიონში სკოლაზე ჭურვისა და გაზის ბალონის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა10 ბავშვი. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, სკოლის მისამართით ცეცხლი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ალეპოდან გახსნეს. Unicef-ის ინფორმაციით, სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი გარდაიცვალა. რუსული მხარის მტკიცებით, რუსული უპილოტო აპარატის მიერ ჩატარებულმა აეროგადაღებამ სკოლაზე ავიდარტყმების ნიშნები ვერ აღმოაჩინა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმის ამსახველი კადრებს გაყალბებული უწოდა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი თავდასხმის გამოძიებისკენ მოუწოდა. "თუ ეს შეგნებული ნაბიჯი იყო, ამის შეფასება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანაშაულის", - განაცხადა ბან კი მუნმა.
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)