10:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 10:34:23, 324 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს

„გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული.

ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ნატო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ დოკუმენტს არ ცნობს. 

"ეს ე.წ. შეთანხმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, შეაფერხოს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფთხოების განმტკიცებასთან მიმართებით. ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ასევე რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა  მოაწერეს ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics