03:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 14:18:31, 321 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა, მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯია

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის    „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულების დღეს დაგეგმილ ხელმოწერას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯად აფასებს.
უსუფაშვილის თქმით, ამ ხელშეკრულებას სამართლებრივად არავითარი ძალა არ ექნება  და მას მსოფლიო თანამეგობრობა არ აღიარებს.
"ეს არის არარა ხელშეკრულება, ბათილი ხელშეკრულება. იურიდიული ძალის არმქონე ხელშეკრულება. ამ თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია.ამაზე შეთანხმებულია ციცილიზებული მსფოლიო.ამასობაში ეს არის აგრესიული ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ამაზეც არაერთხელ განვაცხადეთ",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის,  რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულებას  მხარეები დღეს მოსკოვში გააფორმებენ. ამის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელს რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული  სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ.  შეგახსენებთ,   ე.წ.  ხელშეკრულების გაფორმება 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. აღნიშნულ ფაქტს რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებს, რადგან პუტინი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საზოგადობის წინაშე არ გამოჩენილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics