21:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 11:36:19, 2129 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმებას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მიაღწევს

ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტის წევრებს ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისკენ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შედეგად მიღებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პირველ ეტაპად ევროსაბჭომ ვიზების მიმართ შეჩერების მექანიზმი უნდა აამოქმედოს.

„კანონმდებლებისთვის შეთავაზებულია ვიზების მიმართ შეჩერების მექანიზმის გადახედვასთან დაკავშირებით შეთანხმების უახლოესი რამდენიმე კვირაში მიღწევა", - ნათქვამია განცხადებაში..

ამასთან, ევროკავშირის საბჭო გარე საზღვრების კონტროლის წესების გადახედვას ითხოვს და საბჭოს წევრებს მოუწოდებს, საზღვრების გადაკვეთის სისტემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია 2016 წლის ბოლომდე ჩამოაყალიბონ.

ევროკავშირის საბჭო ევროკომისიისგან ევროპაში მგზავრობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS)  შექმნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას ელის, რაც ევროკავშირს მისცემს საშუალებას უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მოგზაურებისთვის უსაფრთხოების შემოწმებები გაამკაცროს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთრხრას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics