2016-10-14 17:08:41, 2360 ნახვა
მსოფლიო
სინაის ნახევარკუნძულზე ISIS-ის მებრძოლების თავდასხმის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა
სინაის ნახევარკუნძულზე “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების თავდასხმის შედეგად 12 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ის არაბული განყოფილება ავრცელებს.
მედია საშუალების იფნორმაციით, ინციდენტი სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილთან, ღაზის სექტორის საზღვართან მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ტერორისტებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ჯარისკაცი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან