2016-10-14 09:18:41, 2252 ნახვა
მსოფლიო
გაეროს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტიერეში აირჩიეს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ანტონიო გუტიერეშის კანდიდატურა ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.
გუტიერეში თანამდებობას 2017 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს.
ცნობისთვის, ანტონიო გუტიერეში 10 წლის განმავლობაში გაერო-ს ლტლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
გუტიერეში 1995-2002 წლებში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან