04:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 09:42:52, 348 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და „ბაზისბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და „ბაზისბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს.

ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ მოაწერეს.

როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, „ბაზისბანკის“ ფინანსური დახმარებით ცენტრმა უკვე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორის იყო სკოლის  მოსწავლეებისთვისთვის ოლიმპიადა „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“, ასევე „პროგრამა „ორი თაობა“.

„მემორანდუმის ფარგლებში, წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამებს. ვთანამშრომლობთ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად. მემორანდუმის მიზანია ახალ თაობაში სამოქალაქო-იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, კულტურული, სპორტული და სოციალური აქტივობების (მათ შორის კონკურსების) ჩატარება და გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის ფასიანი საჩუქრების გადაცემა. „ბაზისბანკი“ ექვს წელზე მეტია განაგრძობს განათლებაზე და ზოგადად, უკეთესი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას, რაც ჩვენი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.

ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც დაესწრო.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics