04:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 15:37:54, 664 ნახვა

საზოგადოება
Unicef "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკების" ჩვენებაზე მოსწავლეების მიყვანაზე განცხადებას ავრცელებს

გაეროს ბავშვთა ფონდი (Unicef) საქართველოში "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკების" ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების მიყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები იმ სახის ინფორმაციისაგან ბავშვის დასაცავად, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის.

''ინფორმაციის მისაწვდომობა -სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვისათვის ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების მისაწვდომობა, წაახალისოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ იმ ინფორმაციისა და მასალების გავრცელება, რომელიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით, და მიიღოს ზომები იმ სახის ინფორმაციისაგან ბავშვის დასაცავად, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის'',- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლეები ზემოხსენებული ფილმის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ, ტელეკომპანია "ოდიშმა" გაავრცელა.

"ოდიშის" ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“) ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics