03:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 12:20:33, 455 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: თუ სადმე არის ქალის ადგილი, ეს აუცილებლად არის პოლიტიკაში

„თუ სადმე არის ქალის ადგილი, ეს აუცილებლად არის პოლიტიკაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სასტუმრო „რედისონში“  განაცხადა, სადაც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს.

კობახიძის შეფასებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში.

„ქალები თავისი განათლებით, პროფესიონალიზმით და შეფასებით, საქართველოში  რაოდენობრივად თანაბრად არიან  წარმოდგენილი, რაც ადექვატურად არ არის ასახული პოლიტიკაში და პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, ალბათ პირველად ხდება, როდესაც პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, არასამთავრობო სექტორიც, საერთაშორისო ორგანიზაციები, ვმსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე პარლამენტში. თუ სადმე არის ქალის ადგილი, ეს აუცილებლად არის პოლიტიკაში“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics