12:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 15:15:51, 973 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: კანონდარღვევით სკოლის გახსნა არ უნდა მოხდეს, ამიტომ აჭარის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს

"კანონდარღვევით არაფრის გახსნა არ უნდა მოხდეს,  მითუმეტეს სკოლის.  ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს",-ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში  თურქული სკოლის გახსნის საკითხს.

ამასთან, ჯეჯელავას თქმით, დაუჯერებელია, რომ სკოლის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ ყოფილიყო.

განათლების მინისტრი დარწმუნებულია,  თურქულ მხარესთან მოლაპარაკებების მეშვეობით, აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდება:

"ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით, ავტორიზებული და სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქ   ვს თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან, თურქეთის სახელმწიფოსთან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ამ სირთულეებს გადავლახავთ და ის ფაქტი, რომ მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად დაუჯერებელია. კანონდარღვევით არაფრის გახსნ არ უნდა მოხდეს,  მითუმეტეს სკოლის.  ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“  წევრის  ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია მოითხოვს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში თურქული სკოლის მუშაობა შეაჩეროს, ვიდრე სკოლა საქართველოს კანონმდებლობის  ფარგლებში არ მოექცევა.

სამნიძის მტკიცებით,  სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ  სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მასზე მერიას ნებართვა არ გაუცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics