08:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 10:37:57, 1732 ნახვა

მსოფლიო
გატილოვი: გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მხრიდან რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გენადი გატილოვის განცხადებით, საქართველოს და უკრაინის მხრიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმის, -  ამის შესახებ, “რია ნოვოსტის” იუწყება. 

როგორც გატილოვნმა აღნიშნა, ორი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები თავიანთი ბრალდებებით ცდილობენ, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ.

“ჩვენ მოვისმინეთ ამ დარბაზში საქართველოს წარმომაგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მეზობელ დარბაზში კი უკრაინის წარმომადგენლების. მიგვაჩნია, რომ მათ გამოსვლებში რუსეთის მიმასამართით უსაფუძვლო ბრალდებები ისმოდა”, - განაცხადა გატილოვმა.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა დევნილთა და მიგრანტთა ნიუ-იორკის დეკლარაცია, რომელიც 2018 წლისთვის მიგრაციის პრობლლმების დასარეგულირებლად ორი გლობალური შეთანხმების შემუშავებას და მიგრანტების მიღების პასუხისმგებლობის სამართლიან განაწილებას ითვალისწინებს.

მიგრაციის პრობლემისადმი მიძღვნილ სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა სიტყვით.

"90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედის მომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics