2016-09-17 13:15:56, 2291 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრის ლიკვიდაცია მოახდინა
სირიაში ავიადარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრი ვაილ ადილ სალმან ალ-ფუიადი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.
უწყების ცნობით, ტერორისტი პროპაგანდისტული მასალების გავრცელებაზე იყო პასუხისმგებელი.
როგორც მედია საშუალება წერს, ალ-ფუაიდი 7 სექტემბერს, სირიის ქალაქ რაყასთან დაიღუპა, ავიადარტყმა კოალიციური ძალების ავიაციამ მიიტანა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ამერიკულმა ავიაციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პრესსპიკერის, აბუ მუჰამად ალ-ადნანის ლიკვიდირება მოახდინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან