|
2015-03-12 15:06:53, 335 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
თბილისის პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის შენობიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები-გოკა გაბაშვილი და გიგა ბოკერია გამოვიდნენ. მათ ადგილზე მისული "თავისუფალი თაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდენ. ჩხუბში "თავისუფალი ზონის" აქციის მონაწილეებიც ჩაერთნენ. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა. მათ შორის "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა. პარლამენტის შენობასთან ამწუთებში სიტუაცია განმუხტულია, თუმცა მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)