20:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 13:01:10, 448 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპონენტებს „შოუს მოწყობა“ ამჯერად არ გამოუვიდათ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებს „შოუს მოწყობა“ სურდათ.

მისივე განმარტებით, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები მზად არიან, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე დღეს ამომწურავი პასუხები გასცენ დეპუტატებს.

„ოპონენტებს სურდათ მოეწყოთ შოუ, ისინი მიჩვეული არიან ასეთი შოუების მოწყობას, მაგრამ ამჯერად მათ არ გამოუვიდათ. რაც შეეხება კომიტეტში მისვლას, თუ იქ იქნება კითხვები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, კვირიკაშვილი და ხადური ამომწურავ პასუხებს გასცემენ“,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 13 მარტს გაიმართება, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics