08:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:19:42, 1854 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი "გაზპრომის" ტოპმენეჯერი კარენ კარაპეტიანი გახდა

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გახდა, - ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი უკვე მოაწერა.

მედია საშაალების ინფორმაციით, კარენ კარაპეტიანი რუსული ენერგოგიგანტის “გაზპრომის” ტოპმენეჯერი იყო. ის 2001-2010 წლებში “გაზპრომ-არმენიას” გენერალური დირექტორი იყო. 2011 წლის დეკემბერში კი “გაზპრომბანკის” პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა. 2012 წლის ნოენბრიდან ის კომპანია “გაზპრომ მეჟრეგიონგაზის” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2015 წელს კი “გაზპრომ ენერგოჰოლდინგში” ასევე გენერალური დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა.

ამასთან,  2010 წლის დეკემბერიდან 2011 წლის ოქტომბრამდე კარაპეტიანი ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა 8 სექტემბერს დატოვა. გამოცემა “ინტერფაქსის” ცნობით, აბრამიანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს . ოვიკ აბრამიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2014 წლის 13 აპრილიდან იკავებდა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics