2016-09-12 11:22:22, 1875 ნახვა
მსოფლიო
კორეაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 130 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 130 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ს ჰუმანიტარულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს ცნობით, სტიქიის გამო სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 100 000-მდე კი უსახლკაროდაა დარჩენილი.
ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობა გადაუდებელმა წვიმამ გამოიწვია. ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის მობილიზაციაა გამოცხადებული, სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთნენ.
ოფიციალური ფხენიანის ცნობით, ბოლო 70 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება ჩრდილოეთ კორეაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან