2016-09-05 13:55:56, 2012 ნახვა
მსოფლიო
ტელ-ავივში შენობის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, 15 კი, ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)
ტელ-ავივში შენობა ჩამოინგრა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ნანგრევებში 15 ადამიანია მოყოლილი, 11 კი მძიმედ დაშავდა.
სამართალდამცველების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და სამაშველო ბრიგადები.
მათივე თქმით, შენობა მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც ზედ სამშენებლო ამწე დაეცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან