2015-03-10 18:34:01, 490 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საკითხზე გაამახვილეს.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა. საუბარი რეგიონში არსებული ვითარებასაც შეეხო.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან