2016-09-01 22:20:39, 2427 ნახვა
მსოფლიო
ახალ ზელანდიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ცნობით, 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გისბორნიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, 169 კილომეტრში დაფიქსირდა.
დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ტოლოგა ბეის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან