2016-09-01 15:02:06, 2166 ნახვა
მსოფლიო
მინსკი-მილანის რეისი ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო გადაიდო
მინსკიდან მილანში მიმავალი რეისი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო გადაიდო, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
ბელარუსი სამართალდამცველების თქმით, მათ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია იტალიიდან მიაწოდეს.
მედია საშუალების ცნობით, აეროპორტ "მინსკ-2"-ში გამნაღმველები მუშაობენ.
მგზავრები, რომლებიც აღნიშნული რეისით უნდა გაფრენილიყვნენ, დამატებით შემოწმებას გადიან. გარდა ამისა, მათი ბარგიც მოწმდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან