2016-08-29 14:01:45, 1878 ნახვა
მსოფლიო
ერაყში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15ადამიანი დაიღუპა
ერაყის ქალაქ ქარბალაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, თავდასხმაში კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული ხუთი ადამიანი მონაწილეობდა.
BBC-ის ცნობით, ერთ-ერთმა თვადამსხმელმა თავი აიფეთქა, დანარჩენი 4 კი სამართალდამცველებმა მოკლეს.
ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელების სამიზნე ქორწილის მონაწილეები გახდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან