2016-08-24 22:22:03, 540 ნახვა
სპეციალური ანონსი
25 აგვისტოს სპეციალური ანონსი
25 აგვისტოს, 11:30 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები.
მის: მინდელის ქ. N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
25 აგვისტოს,12.00სთ-ზე იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: მიწის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროექტი.
მისამართი: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის 24ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).
25 აგვისტოს, 12:00 საათზე, „არქი ჯგუფი“-ს დაამფუძნებელს და უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ილია წულაიას თანამშრომლები ბიზნესიდან პოლიტიკაში გაცილებას მოუწყობენ. წულაია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია დიდუბის მე-16 ოლქში.
მის: ყიფშიძის ქ. N15
საკონტაქტო პირი ნინო სუხიაშვილი - 577 577 900
25 აგვისტოს, 12:00 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე, სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებს შეხვდება.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #144
25 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
თემა: „საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს.
მის.: აღმაშენებლის #61
25 აგვისტოს, 16:00 საათზე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, თავისუფლების მოედნის N4-შ, ისტორიულ შენობაში განთავსებული ახალი სასტუმროს „Rustaveli Boutique Hotel“-ის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი დავით ნარმანია და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ლეგენდარული საკალათბურთო გუნდის, თელ ავივის „მაქაბის“ მოთამაშეები დაესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან