22:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 17:44:01, 1668 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და კიდევ 17 რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც მედია საშუალება პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, ყველა მათგანი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, „ყველა ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა“. მისივე განმარტებით, პროკურატურა ეჭვმიტანილებისთვის თავისუფლების აღკვეთის ღონიშძიების სახით წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. 

პროკურატურის ცნობით, სერგეი შოიგუს გარდა, სისხლის სამართლის საქმე მისი ორი მოადგილის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, სერგეი გლაზიევისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 გენერლის წინააღმდეგაა აღძრული. 

ლუცენკოს ცნობით, ამჟამად უწყება შუამდგომლობას სასამართლოსთვის, აღნიშნული პირების დაკავების ორდერის მიღების მიზნით ამზადებს. 

ლუცენკოს თქმით, უკრაინის პროკურატურა ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაც აპირებს საქმის აღძრას. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც პროკურატურამ სერგეი შოიგუს წინააღმდეგ აღძრა. 

ცნობისთვის, უკრაინის პროკურატურა 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში 18 მარალჩინოსანზე საუბრობდა, რომლებსაც უკრაინის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებში ედებოდათ ბრალი, თუმცა მაშინ, მაღალჩინოსნების ვინაობა არ სახელდებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics