01:14 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 15:08:15, 1764 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის მთავრობა გეგმავს, მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგების შექმნისკენ მოუწოდოს

“ცივი ომის” დასრულების შემდეგ პირველად გერმანიის მთავრობა თავდასხმისა ან კატასტროფის შემთხვევისთვის გეგმავს, მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგების შექმნისკენ მოუწოდოს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა "სამოქალაქო თავდაცვის კონცეფცია", რომლის განხილვასაც ფედერალური მთავრობა 24 აგვისტოს გეგმავს. 69-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობა ვალდებული იქნება, იქონიოს საკვების 10 დღის და სასმელი წყლის ხუთი დღის მარაგი. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია სიგნალიზაციის საიმედო სისტემის, შენობების გამაგრებისა და ჯანდაცვის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მნიშვნელობა.

"სამოქალაქო თავდაცვის სტრატეგიაში" აღნიშნულია, რომ გერმანიაზე თავდასხმის ალბათობა მცირეა, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საჭიროა, ისეთი სცენარების გათვალისწინება, რომელთა გამორიცხვა მომავალში შეუძლებელია.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში ამჟამად მოქმედი მექანიზმი არადამაკმაყოფილებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics