2016-08-22 12:05:49, 1785 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ტერაქტის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Haber Turk-ი იუწყება.
როგორც თურქული მედია წერს, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება 20 აგვისტოს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. როგორც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღამა განაცხადა, თავდამსხმელი 12-14 წლის მოზარდი იყო.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 22 ბავშვია.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდოს, რომ აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" ორგანიზებული იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან