2016-08-20 13:15:43, 2011 ნახვა
მსოფლიო
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი გადაბრუნდა და ჩაიძირა, რის შედეგადაც 6 ადამიაი გარდაიცვალა, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 8 თვის და 5 წლის ბავშები არიან.
ბავშვების ცხედრები მაშველებმა ლიბიის სანაპიროდან დაახლოებით 30 კილომეტრში იპოვეს. ნავზე სულ სირიის 27 მოქალაქე იმყოფებოდა.
ცნობისთვის, გასული ორი დღის განმავლობაში მაშველებმა ზღვაში გადატვირთული ნავებიდან 500-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან