13:08 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 10:01:42, 658 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულმა გასაღების მიზნით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს მოქალაქეებზე. 

მათივე ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. საგამოძიებო სამსახური ასევე აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის  შემოტანა და გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე.

დანაშაულებრივ ფაქტზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics