2016-08-16 13:06:54, 1407 ნახვა
ეკონომიკა
კომპანიებს, რომელთაც ჩაის პლანტაციების აღდგენა სურთ, სახელმწიფო მიწებს შეღავათიანი საფასურით გადასცემს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომაპნიებს, რომელთაც ჩაის პლანტაციების აღდგენა-გაშენება სურთ, მიწები შეღავათიანი საფასურით გადაეცემათ.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამა, რომლის მიხედვით, შეღავათიანი საფასურით გადავცემთ მიწას კომპანიებს, რომლებსაც სურთ ჩაის პლანტაციების აღდგენა-გაშენება. ამ შემთხვევაში ეს არის 57 000 კვადრატულ მეტრიანი მიწა, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან