2016-08-13 17:15:38, 3678 ნახვა
მსოფლიო
12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი თურქეთში გაუპატიურებად აღარ ჩაითვლება
თურქეთის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებით, შვიდი ხმით ექვსის წინააღმდეგ - 2017 წლის 1 იანვირდან სქესობრივი კავშირი 12 წლის ბავშვთან, მისივე თანხმობით, გაუპატიურებად აღარ ჩაითვლება.
ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პოლემიკა, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, უზენაესმა სასამართლომ ვერდიქტი ძალიან სწრაფად გამოიტანა, რაც სასამართლოზე ზეწოლის შესახებ კითხვებს აჩენს.
უფლებადამცველების თქმით, ამაზრზენი გადაწყვეტილების გამო, თურქეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, რუმელიც ისლამიზაციის გზას დიდიხანია დაადგა.
ინფორმაციის წყაროები: http://www.hurriyetdailynews.com/turkeys-constitutional-court-stirs-outrage-by-annulling-child-sex-abuse-clause.aspx?PageID=238&NID=101607&NewsCatID=509
http://www.focus.de/politik/ausland/katastrophale-entscheidung-tuerkei-lockert-verbot-von-sex-mit-kindern_id_5820024.html
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან