2016-08-13 12:34:42, 2727 ნახვა
მსოფლიო
კუბაში ფიდელ კასტროს 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ
კუბაში ფიდელ კასტროს 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ. კუბის რევოლუციის ლიდერის იუბულესთან დაკავშირებით, სიგარის ცნობილმა მწარმოებელმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი-90 მეტრი სიგრძის სიგარა დაამზადა. სიგარის გახსვევას 10 დღე დასჭირდა. გაიხსნა ასევე, ფიდელ კასტროსადმი მიძღვნილი გამოფენაც.
ინფორმაციისთვის, ფიდელ კასტრო კუბის რევოლუციის ლიდერია. ის 1959 წლიდან მთავრობას მეთაურობდა, ხოლო 1976—2008 წლებში პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან