2016-07-31 18:23:22, 1248 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: გორთან ახლოს ქარის ელექტროსადგური აშენდება
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გორთან ახლოს საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური აშენდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს იქნება დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი საინტერესო ტურისტული ზონა.
„ძლიერი, მდიდარი რეგიონები საწინდარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო ჩემი ერთი დიდი სიხარული, აქვე გორთან ახლოს შენდება და მალე თქვენ მოგემსახურებათ საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური. ეს იქნება დამატებითი სამუშაოა დგილები, ესი ქნება დამატებითი საინტერესო ტურისტული ზონა“,-აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან