2016-07-28 14:02:47, 756 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აივანი ჩამოინგრა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში განუცხადეს, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აივანი ჩამოინგრა. თუმცა, მაშველების ჩართვა არ გახდა საჭირო, რადგან არავინ დაშავებულა. ადგილზე ქუთაისის მერიის სამსახურები ჩაერთვებიან და სიტუაციას ისინი შეაფასებენ“, - განგვიცხადეს სააგენტოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან