2016-07-27 14:19:22, 1059 ნახვა
ეკონომიკა
აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2016 წლის 27 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 91 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,550 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,598 პროცენტით განისაზღვრა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან