2016-07-22 16:08:02, 1165 ნახვა
ეკონომიკა
აფხაზეთის საფეხბურთო კლუბის იუბილე აღინიშნა
„ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა“-ს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების 100 წლის იუბილე აღინიშნა.
აგრეთვე დაწესდა ნორჩ ფეხბურთელთა „გარდამავალი თასი“. ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1916 წელს გამართა და მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწია. საფეხბურთო კლუბ „სტრელასა“ და მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სხვადასხვა ოჩამჩირულ კლუბში არაერთი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ვიტალი დარასელია.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, „ოჩამჩირელების კავშირი-ერთობა“-ს ხელმძღვანელი თენგიზ ნორაკიძე და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან