20:48 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 15:39:40, 1130 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ ქუთაისში განახლებული რეგიონული ფილიალი გახსნა

„ლიბერთი ბანკმა“ ქუთაისში განახლებული რეგიონული ფილიალი გახსნა.

ახალი ფილიალი ყოველთვიურად 15,000-ზე მეტ მომხმარებელს სრული საბანკო სერვისით მოემსახურება. ბანკში განთავსებულია ასევე ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ოპერატორთან ვიზიტის გარეშე შეუძლია, მათ შორის სესხის აღება, სესხის დაფარვა, ანგარიშზე თანხის შეტანა, ფულადი გზავნილის გაგზავნა, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა. რეგიონული ფილიალის გარდა, ლიბერთი ბანკი ქ. ქუთაისში 13 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი.

საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ბანკს მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 660-ზე მეტ მომსახურების წერტილს აერთიანებს. ლიბერთი ბანკი მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამჟამად, ლიბერთი ბანკი 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics