13:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 23:10:47, 1151 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს გააფორმებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პოლიტიკის, კვლევებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორ ფედერიკო ალკოტას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა UNIDO-სთან თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის, მათ შორის, ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. „UNIDO-სგან შემოთავაზებულია ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიეხმარება როგორც ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასვეე არაერთი ინდუსტრიული დარგის განვითარებას," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტი ერთი კვირა გასტანს, რომლის დროსაც გაიმართება შეხვედრები საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics