2016-07-21 13:48:14, 1128 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სამწუხაროდ, თეთნულდის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში არავინ მიიღო მონაწილეობა
სამწუხაროდ, თეთნულდის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში არავინ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს მთავრობამ შპს “თეთნულდი დეველოპმენტის” მიერ სახელწმიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ განკარგულების პროექტი განიხილა.
“რამდენჯერმე გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, სამწუხაროდ არავინ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ დღეს, გამარტივებული შესყიდვა გამოვიტანეთ, იმისთვის რომ სეზონზე დავამთავროთ მშენებლობა. იქ რამდენიმე საბაგიროა ასაშენებელი”, – განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან