06:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 10:18:49, 1499 ნახვა

მსოფლიო
ერევანში არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა

ერევანში, არეულობის  შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 45-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

 დაშავებულებს შორის 25 სამართალდამცველია, 18 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც BBC წერს, არეულობა ერევანში, ერებუნის ქუჩაზე გუშინ საღამოს პოლიციის შენობასთან დაიწყო, სადაც უკვე 5 დღეა მძევლები ჰყავთ აყვანილი. შეტაკებაში, ოპოზიციონერი ჟირაირა სეფილიანის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. აქტივისტებმა პოლიციის შენობას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მედიის ცნობით, ათობით ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა გუშინ დაიკავა. მათ ერთი სამართალდამცველი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. გარდაცვლილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანია. მათ ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირ სეფილიანისა და სხვა პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ისინი ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics